მედიცინა წელკავი

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
20e0187398bcc4b0a42736f967ec99b9.jpg


ხალხში კარგად ნაცნობი წელკავის სამედიცინო სახელწოდებები _ ლუმბაგო, გავა-წელის მწვავე რადიკულიტია. იგი ლოკალურად წელის არეში გაჩენილი უეცარი, მკვეთრი ტკივილის შეტევაა, რომელსაც თან წელის კუნთების დაჭიმვაც დაერთვის.
წელკავი უმეტესად სხეულის ერთდროულად წინ გადახრისა და გვერდზე შემოტრიალებისას ვლინდება. სხეულის მოხრილი მდგომარეობიდან ერთდროულად გაშლა და მისი გვერდით მიტრიალება ხერხემლის ქვედა სეგმენტისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა, სწორედ ამიტომ წელკავის კლასიკური გამომწვევი სიტუაცია _ თოვლის წმენდა და გამოგვაა.
ლუმბაგო გვხვდება როგორც ახალგაზრდა, ისე საშუალო და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში, თუმცა ყველაზე ხშირად იგი მაინც მამაკაცების პრობლემაა, რომლებიც, ჩვეულებრივ, ინტენსიური ფიზიკური შრომის შემდეგ ვეღარ იშლებიან წელში.
წელკავს ხშირად აპროვოცირებს სხეულის გადახურება, ტანის გაოფლიანება და შემდეგ მისი სწრაფი გაცივება.
შეტევის დროს ადამიანი მძიმე მდგომარეობაში ვარდება, გაშეშებული რჩება იძულებით პოზაში, რადგან განძრევისა და მოძრაობის ნებისმიერი უმნიშვნელო მცდელობაც კი, დახველება, დაცემინება, წელის კუნთების სპაზმსა და ტკივილს კიდევ უფრო აძლიერებს.
წელკავის შეტევისას მწვავე ტკივილი რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება, ნაკლებ ინტენსიური ტკივილები კი ძირითადად მოძრაობას უკავშირდება და საშუალოდ 1-2 კვირამდე გრძელდება.
ხდება ისეც, რომ შეტევიდან რამდენიმე ხანში ტკივილი თავისთავად ქრება ისევე სწრაფად, როგორც გაჩნდა. ამ დროს, როგორც პაციენტები აღნიშნავენ, ისეთი შეგრძნებაა, `თითქოს წელში რაღაცა თავის ადგილზე ჩადგა~.
რომ წელკავმა
არასდროს შეგვაწუხოს
1. შინ ან სამსახურში კომპიუტერთან მუშაობისას, ეცადეთ სპეციალურად შექმნილ საოფისე სკამზე იჯდეთ, რომლებიც ხერხემალს რამდენადმე განტვირთვის საშუალებას აძლევს.
2. ტელევიზორის ყურებისას სჯობს, უპირატესობა ნახევრადმწოლიარე ტიპის სავარძელს მიანიჭოთ;
3. მნიშვნელოვანია ავტომობილში მძღოლის სკამის სწორად შერჩევაც, რადგან მძღოლის მოუხერხებელი ჯდომა ოსტეოქონდროზის გართულების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია;
4. ხანგრძლივი ჯდომითი...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
ბოლო რედაქტირება:

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
დამტანჯა მეორე დღეა უკვე ?
 

iunaitedi 

ადმინისტრატორი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
566
3,462
დრო ფორუმზე
25დ 15ს 53წ

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
სურათი

Back
Top Bottom