- 16/12/22
- თემებითემები
- 567
- 3,615
- დრო ფორუმზე
- 26დ 3ს 37წ

საქართველოს ბანკი — საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული ჰოლდინგია. საქართველოს ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტშია წარმოდგენილი.
საქართველოს ბანკის ჯგუფი FTSE 250 ინდექსის შემადგენლობაშია. ჯგუფის აქციონერებს შორის არიან მსოფლიოში უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები, როგორებიცაა: JP Morgan, BlackRock, The Vanguard Group, Schroders, Norges Bank Investment Management (წამყვანი საპენსიო ფონდი) და ა. შ.
საქართველოს ბანკის საქმიანობა სამ ძირითად ბიზნესსეგმენტს მოიცავს. 1. საცალო საბანკო (RB) მომსახურება, რომელიც ასევე მოიცავს Mass Retail-სა და Premium Banking-ს; 2. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება (SME); 3. კორპორაციული საბანკო მომსახურება (CB).
საქართველოს ბანკი ქვეყნის შიდა საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. იგი ჯამურად საბანკო სექტორის აქტივების 40%-ს ფლობს.