- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ

ტესერა ვენერას რელიეფის დეფორმირებული რეგიონებია, რომლებიც ამ გამოსახულებაზე კაშკაშა ფერში ჩანს პლანეტის დისკოს ცენტრის გასწვრივ. გამოსახულება შექმნილია ნასას „მაგელანისა“ და „პიონერ-ვენერას“ მისიებიდან მიღებული მონაცემებით.
(Credit: NASA/JPL-Caltech)
პლანეტების კვლევამ ნათლად გვაჩვენა, რომ მერფის კანონი – „თუკი შესაძლებელია რაიმე ცუდი მოხდეს, მაშინ ის აუცილებლად მოხდება“ – მთელ მზის სისტემაში მოქმედებს. მაგრამ განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ერთ-ერთი პლანეტა – ვენერა.
ეს გასაკვირი სულაც არ არის. ვენერა შესასწავლად რთული ციური სხეულია, მასზე დაჯდომაზე რომ არაფერი ვთქვათ. პლანეტის ტოქსიკური გარემო გაჯერებულია გოგირდმჟავათი, ხოლო ზედაპირზე არსებული წნევა დედამიწის ზღვის დონის მაჩვენებელს 90-ჯერ აღემატება. ამხელა წნევა ჩვენთან მხოლოდ ოკეანის სიღრმეში, 900 მ დონეზე გვხვდება. ტემპერატურა 482°C-ს აღწევს. ყოველ 4 დღეში ატმოსფერული ცუნამი ქარიშხალივით ძლიერ ქარებს აგზავნის პლანეტის გარშემო.
მიუხედავად ამ აშკარა გამოწვევებისა, კოსმოსურმა ხომალდმა მაინც გაბედა ვენერას სასტიკ დაბლობზე დაჯდომა და აღმოჩნდა, რომ ეს პლანეტა ბევრად უფრო მრავალფეროვანი და მომხიბლავია. ვენერა დედამიწაზე 30%-ით უფრო ახლოსაა მზესთან, მაგრამ მხოლოდ ამით ვერ აიხსნება ორი პლანეტის უკიდურესად განსხვავებული პირობები. ხოლო ვენერას მასიური ჰაეროვანი ოკეანე და უჩვეულო გარემო გადამწყვეტია ისეთი საკითხების გაგებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და დედამიწის ექსტრემალური ამინდი.
მერფის კანონის მიუხედავად — ან შეიძლება მის გამო — მეცნიერები თანდათან უახლოვდებიან იმის ამოხსნას, რატომ არის ვენერა ასეთი განსაკუთრებული.

მაქსველის მთები ვენერას ყველაზე მაღალ მასივს წარმოადგენს, სიმაღლე დაახლოებით 11 კმ-ია. „მაგელანიდან“ მიღებულ რადარულ გამოსახულებებზე ჩანს კარგად გამოკვეთილი თოვლის ზოლი, რომელიც მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონთან შედარებით 3500 მეტრით მაღლა, ჩრდილო-დასავლეთ კალთაზეა დაფენილი. როგორც ჩანს, სამხრეთ-აღმოსავლეთის...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.