Crypto კრიპტო სკამების შესახებ

Crypto

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
კრიპტოსამყაროსთვის ჯიუტად თანმდევი უსიამოვნებაა თაღლითური სკამები. მოგეხსენებათ, რომ პოპულარულ მედიასა და კულტურაში კრიპტოს გაშუქება ძირითადად ფინანსური დანაშაულებების ხარჯზე ხდება, რაც ბაზრის ზოგად რეპუტაციას აზიანებს და გამოცდილ მომხმარებელებსაც აშინებს. Მომხმარებლის დაუცველობა ისეთ გლობალურად დაკავშირებულ სფეროში, როგორიც კრიპტოა, ლოკალიზებული პრობლემა არაა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მომხდარი დანაშაული შეიძლება პირადად შენს აქტივებზე აისახოს. მითუმეტეს, რომ სემ ბენკმენ-ფრიდის თითქოს უკვე შორეული და გრანდოზული დანაშაულის (რომელიც რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გახდება ჰოლივუდის ყურადღების ღირსიც) პარალელურად, კრიპტო-თაღლითები ჩვენს ირგვლივაც მომრავლდნენ. მართალია სხვა თაღლითები ბევრად მცირე მასშტაბებზე გადიან, მაგრამ Სულ ახლახანს, საქართველომ ამერიკის შეერთებულ შტატებს კრისტიან კრსტიჩი გადასცა, რომელსაც სხვა დანაშაულებთან ერთად ბრალად კრიპტოვალუტებისა და „ბინარული ოპციების“ პირამიდის სქემების ორგანიზება ედებოდა. რამდენიმე წლის წინ დააკავეს
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!


კრიპტო სკამის ძალიან ბევრი ვერსია არსებობს, თუმცა იმისთვის, რომ შემთხვევით რომელიმე მათგანზე არ ჩამოჯდე, ეს ზოგადი რჩევა აუცილებლად გამოგადგება: თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ინფორმაციაა. თუ კრიპტოთი ხარ დაინტერესებული, აუცილებლად უნდა იკითხო ბევრი სტატია, შეუერთდე კრიპტო მომხმარებლების სხვადასხვა ფორუმებს, განათლდე და მაინც ყველა შეთავაზებას ეჭვის თვალით შეხედო, ასჯერ გაზომო და ერთხელ გადაჭრა.

სკამის მთელი არსი არის ის, რომ დაგარწმუნოს სანდოობაში დააა… მოგატყუოს, ისარგებლოს შენი ნდობით და გაგქურდოს, შესაბამისად, სკამის უპირველესი ნაირსახეობა სოციალური ურთიერთობებია, ნაცნობები და ახლობლები, რომლებიც ცდილობენ ფინანსური გადაწყვეტილება მიგაღებინონ ან ინვესტიციით დაგაინტერესონ. გავრცელებული სკამია გაცნობის აპლიკაციებიც, ამას რომანტიკულ სკამებს ეძახიან. 2022 წელს, FTC-ის მონაცემებით რომანტიკული ურთიერთობებით გამოძალული ქონების 20%-ს კრიპტო შეადგენდა. კრიპტო-თაღლითობის დამრეკლამებლად შეიძლება...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom