სტატია მეცნიერები მეცხრე პლანეტის არსებობის შესახებ საუბრობენ

სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
მეცნიერები მეცხრე პლანეტის არსებობის შესახებ საუბრობენ



მეცნიერების აზრით, შესაძლოა მზის სისტემაში 8 პლანეტის (პლუტონის გარდა) პარალელურად, კიდევ ერთი,
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
არსებობდეს. ინფორმაციას ამის შესახებ
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პლანეტა, რომელიც დედამიწაზე დიდია, შესაძლოა მზის სისტემის ცივ, ბნელ შრეებში იმალებოდეს.

როგორც
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
აღწერილი, დიდი, დამალული პლანეტის გრავიტაციული “ხელწერა” ამ ფართო სამყაროების თავისებურ ორბიტებზეა აღბეჭდილი. კოიპერის სარტყელად წოდებული სხეულები მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში საგონებელში აგდებდა.

მეცნიერების თქმით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მზის სისტემაში შეიძლება მე-9 პლანეტა არსებობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ აღმოუჩენიათ.

“თუკი მზის სისტემაში იქნება კიდევ ერთი პლანეტა, მაშინ ეს ის არის. ძალიან ექსტრაორდინარული იქნება, თუკი ასე აღმოჩნდება. თითების ვაჯვარედინებ – ეს საოცრება იქნებოდა,” – ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, გრეგ ლოფლინი.

მეცნიერებმა გამოიანგარიშეს, რომ პლანეტა, თუკი ის არსებობს, იქნება 10-ჯერ უფრო მასიური, ვიდრე დედამიწა, ან უხეშად რომ ვთქვათ, სამჯერ უფრო დიდი. ეს მას ხდის სუპერდედამიწად, ან მინინეპტუნად. მათი თქმით, პლანეტა მართლაც ძალიან შორსაა. აღწერილობამ აჩვენა, რომ პლანეტის ყველაზე ახლო მდებარეობა მზესთან იქნება 200-300-ჯერ უფრო შორი, ვიდრე დედამიწის.

“ეს რაღაც განსაკუთრებულად გაყინულ, ხანგრძლივ პერიოდიან ორბიტაზეა და, სავარაუდოდ, მზის გარშემო სრული შემოვლისთვის 20, 000 წელი სჭირდება,” – ამბობს კონსტანტინ ბატიგინი.

NG-ის ინფორმაციით, თუკი მეცხრე პლანეტა არსებობს, ის იმდენად შორსაა და იმდენად ბუნდოვანია, რომ არ არის გასაკვირი, აქამდე რომ ვერ აღმოაჩინეს. გრეგ ლოფლენმა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom