მეცნიერება მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ატმოსფეროში ამდენი ნახშირორჟანგი ბოლოს 14 მილიონი წლის წინ იყო

მეცნიერება

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ატმოსფეროში ამდენი ნახშირორჟანგი ბოლოს 14 მილიონი წლის წინ იყო — #1tvმეცნიერება


ნახშირორჟანგის ის რაოდენობა, რაც დღეს, ადამიანის საქმიანობის შედეგად არის ატმოსფეროში, ბოლოს 14 მილიონი წლის წინ იყო. ამის შესახებ ახალი, მასშტაბური კვლევა იუწყება.
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევა გასულ 66-მილიონ წლიან პერიოდს მოიცავს; მეცნიერებმა შორეული წარსულის ბიოლოგიური და გეოქიმიური ხელწერები გააანალიზეს, რათა ჯერ არნახული სიზუსტით აღედგინათ CO2-ის ისტორიული მაჩვენებლები.
„ეს ყველაფერი ნამდვილად გვარწმუნებს, რომ ის, რასაც ახლა ჩვენ ვუკეთებთ პლანეტას, ძალიან, ძალიან უჩვეულოა დედამიწის ისტორიისთვის“, — ამბობს კვლევის ავტორი, კოლუმბიის უნივერსიტეტის კლიმატის სკოლის მეცნიერი ბარბელ ჰოენიში.
ახალი კვლევით დადგინდა, რომ ბოლოს ჰაერი მილიონზე 420 ნაწილ (ppm) ნახშირორჟანგს დაახლოებით 14-16 მილიონი წლის წინ შეიცავდა, როდესაც გრენლანდიაში ყინული საერთოდ არ იყო და ადამიანის წინაპრები ჯერ მაშინ გამოდიოდნენ ტყეებიდან ველებზე.
წინა ანალიზების მიხედვით, ატმოსფეროში ამ ოდენობის ნახშირორჟანგი 3-5 მილიონი წლის წინ უნდა ყოფილიყო.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
ერთი რესეტი კიდე უწევს დედამიწას ვატყობ :unsure:
 
სურათი

Back
Top Bottom