- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ

სეისმურ მონაცემებზე დაფუძნებულ ახალ კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა მარსის კლდოვანი გარე ქერქის სიღრმეში თხევადი წყლის უზარმაზარი მასა აღმოაჩინეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ წყალი ზედაპირიდან მიწისქვეშა ფენაში მილიარდობით წლის წინ ჩაიღვარა.
აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო მარსზე გაყინული წყლის და პლანეტის ატმოსფეროში ორთქლის არსებობის შესახებ, თუმცა მარსზე თხევადი წყალი სრულიად ახალი აღმოჩენაა მეცნიერებისთვის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მსგავსი რეზერვუარები არამარტო ლოკალურად, არამედ მთელი პლანეტის მასშტაბით არსებობს.
ეს დასკვნები NASA-ს InSight დესანტის მიერ შეგროვებულ სეისმურ მონაცემებზე დაფუძნდა, რომელსაც მარსის ზედაპირის ქვეშ არსებული შიდა ფენების სეისმომეტრით გაშიფვრისთვის 2018 წლიდან 2022 წლამდე იყენებდნენ.
ორშაბათს ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences- ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ვარაუდობენ, რომ წყალი მარსის ზედაპირიდან 11.5-20 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
კალიფორნიის უნივერსიტეტის სან დიეგოს სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერის, ვაშან რაითის აზრით, წყალი, სავარაუდოდ, მარსის ზედაპირიდან მილიარდობით წლის წინ ჩაიღვარა მიწისქვეშა ქანებში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პლანეტაზე მდინარეები, ტბები და შესაძლოა ოკეანეებიც არსებობდა.
"ამ სიღრმეებში ქერქი საკმარისად თბილია, რომ წყალი თხევად მდგომარეობაში არსებობდეს. ამაზე უფრო მაღლა, წყალი გაიყინებოდა". - ამბობს მეცნიერი.
მეცნიერის თქმით, მარსზე წყლის ციკლურობის გაგება გადამწყვეტია მისი კლიმატის, ზედაპირისა და მიწისქვეშა ევოლუციური პროცესების გასაგებად.
"ჩვენ ვიცით, რომ დედამიწაზე, სადაც საკმარისია ტენიანობა და ენერგიის რესურსები, დედამიწის მიწისქვეშ, ძალიან ღრმად, არსებობს მიკრობული სიცოცხლე.
თუ ეს ინტერპრეტაციები სწორია, რამდენადაც ვიცით, სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტები მარსის მიწისქვეშეთშიც არსებობს".- თქვა რაითმა
წყარო...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.