მედიცინა ჭარბი ოფლიანობა შესაძლოა საშიში დაავადების უადრესი სიმპტომი იყოს: APDA-ს გაფრთხილება

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2023
რაიმე ხილული მიზეზის გარეშე ჭარბი ოფლიანობა პარკინსონის დაავადების მაუწყებელი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიშანია, წერს გამოცემა Express აშშ-ის პარკინსონის ასოციაციაზე (APDA) დაყრდნობით.
სპეციალისტების თქმით, პარკინსონი თავის ტვინის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომლის დროსაც თავს იჩენს არაერთი ხილული სიმპტომი:

ტრემორი,
კუნთების რიგიდობა,
კოორდინაციისა და მეტყველების დარღვევა,
სიარულის გაძნელება.
თუმცა, როგორც APDA-ს სპეციალისტები ამბობენ, არსებობს პარკინსონის დაავადების არამოტორული სიმპტომები, რომლებსაც შესაძლოა ყურადღება არც კი მიაქციოთ.

„ჭარბი ოფლიანობა პარკინსონის დაავადების შედარებით გავრცელებული ნიშანია, რაც ყველაზე ხშირად სხეულის ზედა ნაწილში შეინიშნება“, — განმარტავენ ისინი.
ამასთან, ექიმების თქმით, თუ დაავადებას არ უმკურნალებთ, ოფლიანობა მნიშვნელოვნად მოიმატებს.
აღნიშნული დარღვევა უკავშირდება სხეულის უუნარობას, სწორად დაარეგულიროს ტემპერატურა. ეს იმის გამო ხდება, რომ პარკინსონის დაავადება პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს:

თავის ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც ამ ფუნქციაზე აგებს პასუხს,

ნერვებში, რომლებიც საოფლე ჯირკვლების მუშაობას არეგულირებს.
სპეციალისტების თქმით, პარკინსონის დაავადების მანიშნებელი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კომბინაცია — სხეულის ნაკლებად ოფლიანობა და სახეზე ჭარბი ოფლის გამოყოფაა.
წყარო:
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
 
ბოლოს რედაქტირებულია მოდერატორის მიერ:
სურათი

Back
Top Bottom