- 16/12/22
- თემებითემები
- 566
- 3,462
- დრო ფორუმზე
- 25დ 15ს 53წ
ჟურნალი “თომა”ს რედაქციისაგან:
ამ მასალის გამოქვეყნებისას რისკზე მივდივართ, რადგანაც დღესდღეობით ბევრი მორწმუნე და არამორწმუნე თანხმდება იმაში, რომ ღმერთის არსებობის რაციონალური დამტკიცება შეუძლებელია. თუკი პირველნი თვლიან, რომ ეს შეუძლებელია, რადგანაც ღმერთი ეცხადება გულის სიწმინდეს და არა გონების ჩახლართულობას, მეორენი დარწმუნებული არიან, რომ ვინაიდან ღმერთის არსებობის ფაქტის დამტკიცება მეცნიერულად შეუძლებელია, ე.ი. ღმერთი არც არსებობს, რადგანაც მხოლოდ მეცნიერებაა ობიექტური. თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ქრისტიანულ კულტურაში არსებობს ღმერთის არსებობის დამტკიცების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია. შუასაუკუნეების ეპოქაში ასეთი მტკიცებულებები პოპულარული გახდა კათოლიკე ღვთისმეტყველ-სქოლასტიკოსების, უპირველესად კი, ანსელმ კენტერბერიელისა და თომა აქვინელის წყალობით. მართალია, თავის არგუმენტებს სქოლასტები, როგორც წესი, მიმართავდნენ არა ათეისტებისადმი – რა ათეისტი შეიძლება ყოფილიყო შუა საუკუნეებში! არამედ მორწმუნეებისადმი, იმისათვის, რათა რაციონალური ხერხით განემტკიცებინათ რწმენა. ვინაიდან ღმერთის არსებობა მიიჩნეოდა ეჭვგარეშედ, “გონივრულად”, ამსოფლადაც, ამ ცხოვრებაშიც ფილოსოფოსები ესწრაფოდნენ მოენახათ ამის ცხადი, გონივრული დადასტურება.
საინტერესოა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლურ ტრადიციაში “ღმერთის არსებობის დამტკიცების’ მსგავსი სკოლა არ წარმოქმნილა. მართლმადიდებლობა გამომდინარეობდა და გამომდინარეობს რწმენისა და გონების დამოკიდებულების განსხვავებულ გაგებაზე (თუმცა არც მართლმადიდებლები, არც კათოლიკები არ აპირისპირებენ რწმენასა და გონებას). მართლმადიდებლობაში უმთავრეს მტკიცებულებად ითვლებოდა და ახლაც ითვლება თვით ადამიანი, რომელიც თავის გულში ხვდება ღმერთს. და თუკი ეს შეხვედრა არ შედგა, როგორ ირწმუნებ და თუკი მოხდა, მოსიყვარულე გულს არანაირი არგუმენტი აღარ სჭირდება!
მაგრამ ჩვენი უმრავლესობა სწორედ დასავლეთის ფილოსოფიას სწავლობდა. და თვით ჩვენმა აზროვნებამაც დასავლური “გემოვნება” შეიძინა. რამდენჯერ გაგვიგია; დამიმტკიცეთ, რაციონალურად დამისაბუთეთ, რომ ღმერთი არსებობს! და თუკი უმეტეს შემთხვევაში საეჭვოა მსგავმა მტკიცებულებებმა ადამიანი ღმერთამდე მიიყვანოს (ასეთია რედაქციის...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.