მეცნიერება გავრცელებული მეცნიერული მითები, რომლებისაც დღემდე სჯერათ

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი
მეცნიერება

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
brain1.jpg


სხვადასხვა მეცნიერულ მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული მცდარი წარმოდგენები. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიმცდარის დემონსტრირება წლების წინ მოხდა, ასეთი მითების ჯერ კიდევ ბევრს სჯერა.





ტვინის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ.

მართალია, ტვინზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით, თუმცა დანამდვილებით არის ცნობილი, რომ მთელ ტვინს ვიყენებთ. თუნდაც საკმარისი მონაცემები არ გვქონდეს ტვინის სკანირებებიდან იმის საჩვენებლად, რომ მოსაზრება ტვინის 10%-ის გამოყენებაზე სრულიად მცდარია (გვაქვს), ლოგიკური მსჯელობითაც ჩანს მისი უსაფუძვლობა. მიუხედავად იმისა, რომ ტვინის მასა მხოლოდ 1200-1400 გრამია, მას საოცრად ბევრი ენერგია სჭირდება – სხეულში არსებული ჟანგბადისა და გლუკოზის დაახლოებით 20% ამ ერთ ორგანოს ხმარდება. არადამაჯერებელია ახსნა, რომ ევოლუციამ ტვინი ასეთ ხარჯიან და ამავდროულად მეტწილად უსარგებლო ორგანოდ ჩამოაყალიბა.

გარდა ამისა, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ტვინის სიმსივნით დაავადებული პაციენტისთვის ეთქვათ: „გილოცავთ! სიმსივნე ტვინის იმ ნაწილშია, რომელსაც არ იყენებთ!“ ტვინის ტრავმებსაც იშვიათად ექნებოდა გამანადგურებელი შედეგები, თუკი მის დიდ ნაწილს ისედაც არ ვიყენებთ. ასევე ძალიან ცოტა ადამიანი გადარჩება ხოლმე იარაღით თავში მიყენებული ჭრილობისგან და ამ შემთხვევაშიც კი ადგილი აქვს სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

შეიძლება ტვინის ყველა უბანს ყოველთვის ერთდროულად არ იყენებთ, მაგრამ არცერთი ნაწილი არ რჩება გამოუყენებელი დღის განმავლობაში. რამდენად იყენებს ესა თუ ის ადამიანი მის ხელთ არსებულ პოტენციალს, სხვა საკითხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი ტვინის დიდი ნაწილი მუდმივად უქმად არის.




back_side_of_the_moon_as16-3021.jpg


მთვარეს ბნელი მხარე აქვს.

ასეა, პინკ ფლოიდმა ბევრს ჩაუბეჭდა არასწორი წარმოდგენა.

ჩვენთვის, დედამიწაზე მყოფთათვის, მთვარის ზედაპირის მხოლოდ 59%-ის დანახვაა შესაძლებელი (თუმცა არა ერთდროულად), დანარჩენი 41% კი მხედველობის არედან მუდმივად დაფარულია. ეს 41% ალბათ მოცული იქნება...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom