სტატია არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
სტატია

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი

რეიტინგი:

12/2/24
თემებითემები
116
127
დრო ფორუმზე
85დ 17ს 16წ
არამწეველებში ფილტვის კიბოს შემთხვევათა რაოდენობა იზრდება — მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს #1tvმეცნიერება

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მწეველთა რაოდენობა მოსახლეობასთან პროპორციაში მცირდება, ფილტვის კიბის წელიწადში თითქმის ორი მილიონი ადამიანი ეწირება. ახალი კვლევა მიუთითებს ამ დაავადების შემაშფოთებელ ზრდაზე იმ ადამიანებში, რომლებსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევიათ.

მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დაადგინა, რომ ადამიანთა ამ ჯგუფში ფილტვის კიბოს შემთხვევათა მაჩვენებელი დაკავშირებული უნდა იყოს ჰაერის დაბინძურების დონის ზრდასთან და ამის გამო ჯანმრთელობის დაზიანებასთან. ამ მხრივ განსაკუთრებით ცუდი სიტუაციაა აღმოსავლეთ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში.
„ვინაიდან ფილტვის კიბო ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული კიბოა მთელ მსოფლიოში, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიურ მახასიათებელთა ცვლილებებისა და მათი პოტენციური მიზეზების გარკვევა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
კიბოს გლობალური ობსერვატორიის (GLOBOCAN) 2022 წლის სტატისტიკისა და ასევე 1988-2017 წლებს შორის კიბოს შემთხვევათა რეესტრის კვლევის შედეგად, მკვლევრებმა გამოავლინეს, რომ მთელ მსოფლიოში ფილტვის კიბოს ყველაზე გავრცელებული ტიპია ადენოკარცინომა, რომელზეც მოდის შემთხვევათა 45,6 პროცენტი კაცებში და 59,7 პროცენტი ქალებში.
ადენოკარცინომა გლანდებში იწყება და მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად შეიძლება გამოწვეული იყოს მოწევით, მწეველებში ის კიბოს ნომერ პირველი ტიპი არ არის. თუმცა, ფილტვის კიბოს ნომერი პირველი ტიპია არამწეველებში.

მათ მიერ მიღებული შედეგების გადაკვეთით წინა კვლევებთან, მკვლევრებმა გამოავლინეს ფილტვის კიბოს შემთხვევათა ტენდენციის ზრდა ადამიანებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები. მკვლევართა განცხადებით, ეს რაღაც ისეთია, რაც აღმოფხვრას საჭიროებს მოწევის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად.
„ვინაიდან მწეველთა რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სულ უფრო მცირდება, იზრდება ფილტვის კიბოს პროპორცია იმ ადამიანებში, ვინც არასოდეს ყოფილა მწეველი. კერძოდ, ფილტვის კიბო არასოდეს მწეველ ადამიანებში დაახლოებით...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
 
  • მოწონება
რეაქციები: Megi

Megi 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი

რეიტინგი:

30/1/23
თემებითემები
11
14
დრო ფორუმზე
14დ 22ს 55წ
დავიწყოთ მოწევა და ეგ იქნება
Light Up Smoking GIF by Bounce
 
  • ჰაჰა
რეაქციები: Hazard

Back
Top Bottom