- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ

ზვიგენთან შეხვედრის შედეგად სიკვდილის რისკი პოპულარულ კულტურაში შეიძლება მეტისმეტად გადაჭარბებულია, მაგრამ ეს სულაც არ იქნებოდა ნუგეში მამაკაცისთვის, რომელიც 3000 წლის წინ ცხოვრობდა და დაიღუპა. ამჟამად ის ზვიგენის ყველაზე ძველ მსხვერპლის წარმოადგენს ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის.
გთხოვთ გაიაროთ,
ავტორიზაცია
თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ
რეგისტრაცია
ინფორმაციის სანახავად!
მისი ძვლების ანალიზის მიხედვით, მამაკაცი ზღვის ერთ-ერთ მტაცებელს იაპონიის არქიპელაგზე, იაპონიის შიგა ზღვაში გადაეყარა. მის ჩონჩხს თითქმის 800 ჭრილობა ატყვია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება აღდგენის ნიშნები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შეხვედრა მისთვის ფატალური აღმოჩნდა.
ძვლები მე-20 საუკუნის დასაწყისში, იაპონიის შიგა ზღვასთან, არქეოლოგიურ ძეგლ ცუკუმოზე აღმოაჩინეს, მაგრამ ამოუხსნელი რჩებოდა მათზე არსებული ჭრილობების მიზეზი.
მას შემდეგ ეს ჩონჩხი ყველას მიავიწყდა და ახლახან ხელახლა აღმოაჩინეს ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგებმა, ელისა ვაიტმა და რიკ შულტინგმა, რომლებიც პრეისტორიულ იაპონიას სწავლობენ.
„შეცბუნებული ვიყავით და ვერ ვხვდებოდით, რას შეიძლება მიეყენებინა ამ კაცისთვის სულ მცირე 790 ღრმა, ხერხისებური ჭრილობა. მიუხედავად ამდენი ჭრილობისა, ის მაინც ცუკუმოს საზოგადოებრივ სასაფლაოზე იყო დაკრძალული“, — ამბობენ მკვლევრები.
მათივე განცხადებით, დაზიანებები ძირითადად აღნიშნება მკლავებს, ფეხებს, მკერდსა და მუცლის ღრუს. კვლევის შედეგად გამოირიცხა ადამიანური კონფლიქტი, მტაცებელი ცხოველები ან ლეშისმჭამელებიც.

ცუკუმო No. 24-ის სახელით ცნობილი კაცის ძვლებზე არსებული მკვლევართა შორის დიდ ინტერესს იწვევდა. იყო ბასრი და გამრუდებული, რაც არ შეესაბამებოა იმ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.