სტატია აღმოაჩინეს წყლისგან შემდგარი ეგზოპლანეტები — ის, რაც მზის სისტემაში არასდროს გვინახავს

სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
7_639c3ee2e2f2e.jpg




მეცნიერებმა აღმოაჩინეს ორი "წყლის სამყარო" და ისინი არ ჰგავს ჩვენს მზის სისტემაში არსებულ პლანეტებს.
პლანეტები თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთ სამყაროებს დააკვირდნენ.
თავიდან მკვლევრებმა დაფიქსირებული პლანეტები უფრო სტანდარტულებად ჩათვალეს, მაგრამ ისინი ბევრად უფრო განსხვავებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ამას წარმოიდგენდნენ.

"ადრე მიგვაჩნდა, რომ დედამიწაზე ოდნავ დიდი პლანეტები ლითონისა და კლდის დიდი ბურთებია. ამიტომ მათ სუპერდედამიწებს ვუწოდებდით. თუმცა, ჩვენ ახლა ვაჩვენეთ, რომ ეს ორი პლანეტა, Kepler-138c და d, ბუნებით საკმაოდ განსხვავებულია: მათი მოცულობის დიდი ნაწილი მთლიანად წყლისგან შედგება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვაკვირდებით პლანეტებს, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელია, როგორც წყლის სამყაროები. ეს არის პლანეტის ტიპი, რომელზეც ასტრონომები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა", —
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
ბიორნ ბენეკემ, ერთ-ერთმა მკვლევარმა.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერებს წყალი პირდაპირ არ აღმოუჩენიათ, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტის ნახევარი უნდა შედგებოდეს კლდეზე მსუბუქი და წყალბადზე მძიმე რაღაცისგან — და აი ისიც, ამ მასალის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი წყალია!
ეს ორი პლანეტა Kepler-138-ის ორბიტაზეა, რომელიც 218 სინათლის წელიწადითაა ჩვენგან დაშორებული და მდებარეობს ლირას თანავარსკვლავედში. პლანეტების მოცულობა სამჯერ, ხოლო მასა ორჯერ აღემატება დედამიწისას. თუმცა, მათი სიმკვრივე ბევრად ნაკლებია, ვიდრე ჩვენი პლანეტისა.

კეპლერ-138-ის გარშემო პლანეტები პირველად 2014 წელს აღმოაჩინეს, როდესაც ისინი კეპლერის კოსმოსური ტელესკოპით შეისწავლეს. ისინი აღმოაჩინეს ტრანზიტის მეთოდის გამოყენებით, რა დროსაც აკვირდებიან მცირე დაფარვას, რაც მაშინ ხდება, როდესაც პლანეტები ვარსკვლავის წინ ჩაივლიან.

ახალი კვლევა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom