- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ

უძველეს ქანებში აღმოჩენილი მოლეკულების კვალი მიუთითებს ადრეული დედამიწის ველურ ეკოსისტემაზე, რომელიც მსოფლიო ოკეანის ფსკერზე თითქმის მილიარდი წლის განმავლობაში ყვაოდა.
1,64 მილიარდი წლის წინანდელ ქანებში აღმოჩენილი ბიომარკერი დატოვებულია მთელი რიგი აქამდე უცნობი ორგანიზმების მიერ, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლეში დომინირებდნენ, ჟანგბადის დაბალი შემცველობის პირობებში, იქამდე ძლიერ ადრე, ვიდრე მცენარეები, ცხოველები და სოკოები გამოჩნდებოდნენ.
ეს ორგანიზმები დღეს არსებულს არაფერს ჰგავდნენ; ისინი ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა და პროტოსტეროლური ბიოტა უწოდეს.
ისინი შეიძლება მსოფლიოს პირველი მტაცებლები ყოფილიყვნენ, იკვებებოდნენ ოკეანეში იმ დროს უხვად არსებული მიკრობებით. როგორც ჩანს, სწორედ ისინი არიან დედამიწაზე ყველა ევკარიოტული სიცოცხლის წინაპრები. ანუ, დღეს არსებული ყველა მცენარის, ცხოველისა და სოკოსი, მათ შორის ჩვენიც.
„1,6 მილიარდი წლის ქანებში დაფიქსირებული პროტოსტეროლური ბიოტის მოლეკულური ნაშთები, როგორც ჩანს, ჩვენი საკუთარი ხაზის უძველესი ნარჩენებია — ისინი უკანასკნელ ევკარიოტულ საერთო წინაპრამდეც (1,2 მლრდ წლის წინ) კი არსებობდნენ. ეს ზღვის ქმნილებები მთელ მსოფლიოში უხვად იყვნენ წყლის ეკოსისტემებში და სავარაუდოდ, ჩამოაყალიბა დედამიწის ეკოსისტემები დედამიწის ისტორიის დიდ ნაწილში“, — ამბობს ბენჯამინ ნეტერსჰაიმი, რომელიც ახლა გერმანიის ქალაქ ბრემენის უნივერსიტეტში მუშაობს.

ვინაიდან ევკარიოტული სიცოცხლე — ორგანიზმები, რომელთა უჯრედებსაც ბირთვი აქვს — დღეს დომინანტია, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ისინი მილიარდზე მეტი წლის წინ უნდა გამოჩენილიყვნენ.
პალეობიოლოგები ამ ადრეულ ევკარიოტებს დიდი ხანია ეძებდნენ, მაგრამ უძველეს ორგანიზმთა იდენტიფიცირება ურთულესის საქმეა. ვინაიდან ისინი მილიარდ წელიწადზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდნენ, ნებისმიერი კვალი, რომელიც შეიძლება მათ დაეტოვებინათ, უკიდურესად დაზიანებული უნდა...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.