- 16/12/22
- თემებითემები
- 3,381
- 7,477
- დრო ფორუმზე
- 135დ 22ს 58წ

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყვნენ ცხრა ძმანი. ცხრავე ისეთი ღარიბები იყვნენ, რომ იმათას ვერც არას ცეცხლი დაწვავდა და ვერც არას წყალი წაიღებდა. ნახევარზე მშივრები იყვნენ. ბოლოს, თქვეს ძმებმა: წავიდეთ, ან მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთ, ან კიდევ ვიმუშაოთ, დღიური ლუკმა ვიშოვოთო.
წავიდნენ, იარეს, ერთ ქვეყანაში მივიდნენ. იქ ერთი დევი შეხვდათ. დევმა ჰკითხა:
– სად მიდიხართო?
იმათ უპასუხეს:
– სამუშაოდ, ლუკმის საშოვნელად, გვინდა მოჯამაგირედ ვისმე დავუდგეთო!
დევმა უთხრა:
– მე დამიდექითო!
ძმებმა უპასუხეს:
– კარგიო!
წაიყვანა დევმა და წავიდნენ. დევს ცხრა ქალი, აუარებელი საქონელი, ძროხა და ცხენი ჰყავდა. იმ ღამეს დევმა კარგი ვახშამი აჭამა, დააწვინა და თვითონ კი დაუწყო თვალის ჭერა, თუ როდის დაეძინებათო. რვა ძმას სძინავს, ხუთკუნჭულა კი, უმცროსი ძმა, არ იძინებს, ლოგინში წევს და დევზე აქვს თვალი.
– დაგეძინათ? – დაუძახა დევმა.
– არა! – უპასუხა ხუთკუნჭულამ.
– რა არ გაძინებს? – ჰკითხა დევმა.
– შენი ბატების ყიყინიო! – უპასუხა ხუთკუნჭულამ.
მაშინვე წავიდა დევი, გადაყლაპა ბატები და ცოტა მოიცადა.
– დაგეძინა, თუ ისევ გღვიძავს? – ჰკითხა ხელახლა დევმა.
– არაო! – უპასუხა ხუთკუნჭულამ.
– რა არ გაძინებს? – ჰკითხა ხელახლა დევმა.
– შენი ძროხების ფეხის ხმაო, – უპასუხა ხუთკუნჭულამ.
წავიდა დევი, გადაყლაპა ყველა ძროხა და დაბრუნდა. დაუგდო ყური ყველას სძინავს ვითომ.
– დაგეძინა? – დაუძახა ხუთკუნჭულას.
– არა! – უპასუხა ისევ ხუთკუნჭულამ.
– რა არ გაძინებს? – დაუძახა გაცეცხლებულმა დევმა.
– შენი ცხენების ჭიხვინიო, – უპასუხა ხუთკუნჭულამ.
დევი ისევ წავიდა, ახლა ცხენების დასაჭმელად. ამ დროს ადგა ხუთკუნჭულა, აიღო დევის ქალების ტანისამოსი და ძმებს დაუწყო, ძმებისა და თავის ხანჯლები და ტანისამოსი – დევის ქალებს, და გაიტრუნა, თითქოს დაეძინაო. მოვიდა დევი, დაუარა თავის ქალებს, ვაჟები ჰგონია, დასჭრა თავები და დაყარა. ხუთკუნჭულამ ჩააცვა ძმებს ქალების ტანისამოსი და გაისტუმრა, უთხრა:
– თქვენ წადით, ხიდს გადითო!
თვითონ იქ დარჩა.
მეორე დღეს ქალად ჩაცმულმა დევს უთხრა:
– ხორცს ჩავყრი, ის ვაჟები რომ დავხოცეთ იმათსას, და მეც ჩემ დებთან...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ბოლო რედაქტირება: