- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ
კანადის საიდუმლო პროექტის UFO Magnet–ის ხელმძღვანელი უილბერტ სმიტი, გასული საუკუნის 40–იანი წლების ბოლოს და 50–იან წლებში, კანადის ტრანსპორტის სამინისტროში, უფროს რადიოინჟინრად მუშაობდა. სწორედ მისი წყალობით მოხდა, იმ პერიოდში, რადიოკავშირის დამყარება კანადას და აშშ–ს შორის.
მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ კანადის ხელისუფლებამ, ამო–ზე დაკვირვების პროგრამის განხორციელება, სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო. სმიტს ეს საკითხი ყოველთვის აინტერესებდა და ამიტომ, როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, ამერიკელ კოლეგებს, ამო–ს არსებობასთან დაკავშირებით, კითხვები დაუსვა. ამერიკელებმა კი უპასუხეს, რომ მათმა ხელისუფლებამ, ამ საკითხს გრიფი "საიდუმლო" დაადო და ის უფრო მეტად დაცული იყო, ვიდრე ინფორმაცია ატომური ბომბის შესახებ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელებთან თანამშრომლობა გამორიცხული იყო და მას მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონოდა.
1950 წელს კანადის ხელისუფლებამ ამო–ს შესწავლის პროგრამა — Project Magnet (პროექტი «მაგნიტი») აამოქმედა, რომლის ხელმძღვანელო ბატონი სმიტი იყო. პროგრამას 4 წელი ხელისუფლება აფინანსებდა, ხოლო შემდეგ, არაოფიციალური დაფინანსება მიიღო. მან შირლის ყურეში ობსერვატორია დააარსა, უცხოპლანეტელებზე დაკვირვების შედეგების შესასწავლად. ის პირადად იყო დაინტერესებული გეომაგნეტიზმით, რამაც მას იმ დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა, რომ მფრინავი თეფშები პარალელური სამყაროებიდან მოფრინავდნენ და მაგნიტური ძალებით მოძრაობდნენ.
«ვთვლი, რომ ადამიანები სხვა ადგილებიდან, ჩვენთან კავშირის დასამყარებლად, სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ. ხოლო, მათი ტექნოლოგიები ბევრად უფრო კარგია, ვიდრე ჩვენი და ამიტომ, მათ გადაადგილებისთვის და ჩვენთან კავშირისთვის, შეიძლება გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც ჩვენთვის სრულიად გაუგებარია» — ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა სმიტმა და იქვე დასძინა:
«ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც გავაცნობიერე, ის არის, რომ ჩვენ, ამ უზარმაზარ სამყაროში, მარტონი არა ვართ და რომ ადამიანთა რასა წარმოუდგენლად ძველია.
უფრო მეტიც...

პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.