??? სასახლეში ჩასვენებულმა „გარდაცვლილმა“ ქალმა სახურავზე კაკუნი დაიწყო – ჭირისუფლებმა ნახეს, რომ სუნთქავდა (ვიდეო)

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
An-Ecuadorian-woman.jpg



ეკვადორის ერთ-ერთ კლინიკაში 76 წლის ქალი გარდაცვლილად გამოაცხადეს, თუმცა მოგვიანებით, როდესაც იგი კუბოში ჩაასვენეს, ქალი „გაცოცხლდა“ და კუბოს სახურავზე კაკუნი დაიწყო. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
შემთხვევა ეკვადორის ქალაქ ბაბაჰოიოში მოხდა. 76 წლის ქალი – ბელა იოლანდა მონტოია კასტრო კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. მორიგე ექიმმა მას შემდეგ, რაც მოხუცი ჩატარებულ პროცედურებზე არ რეაგირებდა, იგი გარდაცვლილად გამოაცხადა.
იმავე დღეს ოჯახმა ქალი დამკრძალავ ბიუროში გადაასვენა, სადაც „გარდაცვლილი“ კუბოში ჩაასვენეს, რამდენიმე საათში კი იქიდან კაკუნის ხმა მოისმა.
„სასახლეს სახურავი ავხადე. მისი გული მუშაობდა, მარცხენა ხელით კი სასახლეზე აკაკუნებდა. 911-ში დავრეკეთ და კლინიკაში გადავიყვანეთ“, – ამბობს ქალის ვაჟი ჟილბერტო ბარბერა.
76 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი ცნობები არ გავრცელებულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.



წყარო:
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
 
სურათი

Back
Top Bottom