ისტორია რამდენ ოქროს სთავაზობდა ჯვრის სანაცვლოდ თამარი სალადინს ?

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია

რეიტინგი:

16/12/22
თემებითემები
3,381
7,477
დრო ფორუმზე
135დ 22ს 58წ
BAcEGjg.jpg



რამდენ ოქროს სთავაზობდა თამარი ქრისტეს ჯვრის სანაცვლოდ სალადინს

კარგად ცნობილი ამბავია, რომ როცა ინგლისელებმა და ბიზანტიელებმა სალადინს ქრისტეს დატყვევებული ჯვრის დაბრუნება მოთხოვეს, სალადინმა უპასუხა, რომ ქართველთა მეფემ მას ამისთვის ორასი ათასი ოქროს დინარი შეაძლია, მაგრამ სალადინმა მაინც არ დათმო

ორასი ათასი ოქროს დინარი დაახლოებით არის 850 კილო ოქრო, თითქმის ერთი ტონა ოქრო !

ძალიან უხეშად რომ ვიანგარიშოთ და დინარში ოქროს შემცველობაც რომ რეალურზე მეტად შევამციროთ, მაინც მივიღებთ, რომ თამარმა სალადინს შესთავაზა ნახევარ ტონა ოქროზე მეტი ქრისტეს ჯვრის სანაცვლოდ ! უხეშად თუ ვიანგარიშებთ ოქროს თანამედროვე ფასით, 40 მილიონ დოლარზე მეტი...

ვერცერთმა ევროპულმა ქვეყანამ ამდენის შეთავაზება სალადინისთვის ვერ შეძლო, ამაზე უკეთ ვერაფერი იმეტყველებს ,,ოქროს ხანის" საქართველოს შესაძლებლობებზე

შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მართალია თამარმა პირობა დადო, რომ თითქმის ერთ ტონა ოქროს გადაიხდიდა ჯვრის სანაცვლოდ, მაგრამ რეალურად ვერ შეძლებდა

1207-წელს ხლათში ივანე ათაბაგის დატყვევებისას მის გამოსახსნელად საქართველომ გაიღო 100. 000 დანარი, ანუ იმის ნახევარი, რასაც თამარი სალადინს პირდებოდა, თამარი მზად იყო ორჯერ მეტი გადაეხადა ქრისტეს ჯვრისთვის, ეს მაშინდელ საქართველოს შეეძლო

ვერც ბიზანტიამ და ვერ ევროპულმა ქვეყნებმა ამდენის შეთავაზება სალადინისთვის ვერ შეძლეს

ბაჰამ ად დინის ჩანაწერი
J78QrUY.jpg
 

Back
Top Bottom