- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ

როგორც მეცნიერები ბოლო პერიოდში ამტკიცებენ, მზის სისტემაში 9 კი არა (მართალია პლუტონს პლანეტის სტატუსი ჩამოართვეს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, მას ისევ პლანეტად მოიხსენიებენ), 10 პლანეტა არის და «პლანეტა Х»-ის არსებობასა ოფიციალურადაც ადასტურებენ.
და მაინც, რა ვიცით ამ იდუმალი პლანეტის შესახებ, რომელიც წარმოუდგენლად დიდ ტრაექტორიაზე მოძრაობს?
მის გამოჩენას მზის სისტემაში, სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით და გამოთვლებით, ჯერ კიდევ 2000 წელს ელოდნენ, შემდეგ თარიღმა 2012 წლამდე გადაიწია... უცხო პლანეტის გამოჩის კიდევ რამდენიმე თარიღი იყო. მაგრამ, მოლოდინი არ გამართლდა და «დაკარგულ» პლანეტასთან დაკავშირებით, ახალი თეორია გაჩნდა:
ის, რომ პლანეტებს კოსმოსში დიდი სიჩქარით მოძრაობა, ვარსკვლავის სისტემასთან კავშირის გარეშე შეუძლიათ, უკვე დამტკიცებული ფაქტია. მშობლიური სისტემიდან «ამოვარდნილი» პლანეტის სიჩქარე, შეიძლება, მლნ. კმ/სთ იყოს. კომპიუტერულმა მოდელირებამ აჩვენა, რომ პლანეტა-თანამგზავრები ასეთ სიჩქარეს იმ შემთხვევაში აღწევენ, თუ ვარსკვლავი «შავ ხვრელში» ხვდება და ამის შედეგად, პლანეტა უკიდეგანო კოსმოსში თავისუფალ მოძრაობას იწყებს. თუმცა, ეს პლანეტა ნიბირუს, იგივე «პლანეტა Х»-ს არ ეხება, რადგან ის მზის სისტემის პლანეტა არის და თუ აქამდე არ გამოჩნდა, მხოლოდ იმიტომ რომ გათვლები არ იყო სწორე.
რაც შეეხება, მის სახელს, ნიბირუ («გადამკვეთი პლანეტა») ბაბილონურ კოსმოგონიურ მითში — «ენუმა ელიშშია» (აკად. Enūma elis — «როდესაც ზევით…») ნახსენები, რომელშიც სამყაროს შექმნაზეა მოთხრობილი.
შუმერების მტკიცებით, მზის სისტემაში 12 პლანეტა იყო: დღეს არსებული 9 პლანეტა, მთვარე (დიდი ზომის გამო, მთვარე სინამდვილეში, დედამიწის მიმდებარე ორბიტაზე არ იმყოფება: დედამიწა და მთვარე ერთმანეთის და სიმძიმის ცენტრის გარშემო ბრუნავენ. ხოლო, ილუზია, რომ თითქოს მთვარე დედამიწის ორბიტაზე იმყოფება, იმის გამო იქმნება, რომ ეს ცენტრი დედამიწის შიგნით არის მოთავსებული. სწორედ ეს ფაქტი არ იძლევა დედამიწის და მთვარის ორმაგ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.