სტატია რა იქნებოდა, თუ ადამიანური საზოგადოების ნულიდან აღდგენა მოგვიწევდა?

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი
სტატია

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გაინტერესებდეთ თუ როგორ მივიდა სამყარო დასასრულამდე, ეს არც ისე მნიშვნელოვანი იქნება.



მიზეზი შეიძლება ყოფილიყო მომაკვდინებელი ვირუსი, ასტეროიდი ან ბირთვული ომი, ან ყველაფერი ერთად.



რაც მთავარია, თქვენ ხართ ამ განკითხვის დღის იღბლიან გადარჩენილთა შორის.

თუმცა, დიდი ალბათობით, ყველა იმ ნივთის გარეშე, რომლებიც არსებითი იყო ადრინდელი ცხოვრებისთვის.





ინტერნეტი და კომპიუტერი აღარ მუშაობს.

განადგურდა ბიბლიოთეკები და მონაცემთა ბაზები, ტრაგიკულად დაიღუპნენ მეცნიერები, ინჟინრები და ექიმები.



მაგრამ, გლოვისთვის დრო არ არის, რადგან კაცობრიობის ჩირაღდანი, ამ საშინელ დროებაში, ხელალა უნდა აინთოს.



ვინც მის ანთებას ითავებს, უნდა გაამახვილოს ყურადღება იმაზე, თუ რისი გაკეთებაა შესაძლებელი ყველა სხვა გადარჩენილთან ერთად.



საზოგადოების აღდგენის დასაწყებად, ნამდვილად საჭიროა მხოლოდ სამი ძირითადი რამ.





ასტრობიოლოგი ლუის დარტნელი თავის წიგნში "Knowledge: How to Rebuild Our World from Scratch-ში" ამბობს, რომ საზოგადოების განვითარებისთვის, საჭიროა სამი ძირითადი პუნქტი, რომელიც გამოირჩევა ყველაფრისგან.



ესენია: საკვები, ცეცხლი და ცოდნა.



თქვენ უნდა გაარკვიოთ, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ, რომ ყველამ მიიღოს საკვები და საკვები ნივთიერებები, რომლებიც საჭიროა გადარჩენისთვის.





მოგიწევთ ენერგიის წყაროების მაქსიმალურად გამოყენება ხელსაწყოების დასამზადებლად და საწვავის ტრანსპორტირებისთვის.



გარდა ამისა, აუცილებელია, რომ სხვებს გაუზიაროთ და თან ჩაიწეროთ ეს ცოდნა, რათა თქვენი საზოგადოების მომავალმა განაგრძოს აყვავება.



და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩათვალოთ საკუთარი თავი ცოცხალ ენციკლოპედიად, მაინც არ გექნებათ საკმარისი ცოდნა, რათა დამოუკიდებლად შეაკეთოთ და შექმნათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.





თქვენ დაგჭირდებათ გარშემომყოფების კოლექტიური სიბრძნე და ძალა.

ასევე, მოემზადეთ კითხვების დასმისთვის და შედეგების შესასწავლად.



საზოგადოების აღდგენისკენ პირველი ნაბიჯი მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვანს - ცოცხლად დარჩენას.



თავიდან, თქვენ მოგიწევთ ელექტროენერგიის, ანტიბიოტიკებისა და ჩვენი თანამედროვე სამყაროს კომფორტის...​
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom