Crypto Polygon (MATIC) მასშტაბურ განახლებას ამზადებს

  • Thread starter Daria 
  • Დაწყების თარიღი
Crypto

Daria 

აქტიური წევრი
Wapforum.TOP
წევრი
მოდერატორი
12/2/24
თემებითემები
116
125
დრო ფორუმზე
85დ 16ს 52წ
Polygon-მა (მონეტა MATIC) გამოაქვეყნა თარიღი, როდესაც საკუთარი მასშტაბირების გადაწყვეტის ბეტა ვერსია zkEVM-ს, ეთერიუმის ძირითად ქსელში გაუშვებს. აღნიშნული ვერსია 27 მარტს ამოქმედდება.

კომპანია აცხადებს, რომ განახლება zkEVM, სრულად ეკვივალენტური იქნება ვერსია EVM-ის და იმის საშუალებას იძლევა, რომ პროგრამისტებმა პროტოკოლების გავრცელება კოპირების და არსებული კოდის გამოყენებით შეძლონ. გარდა ამისა, პოლიგონი (Polygon) გვპირდება, რომ უახლოეს თვეებში, უფრო მნიშვნელოვან განცხადებებსაც გამოაქვეყნებს.

მისი ეს განახლება, არამხოლოდ პოლიგონისთვისაა წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი, არამედ ეთერიუმისთვისაც. zkEVM-ში EVM იშიფრება, როგორც ეთერიუმის ვრტუალური მანქანა (Ethereum Virtual Machine). ეს არის ეთერიუმის მასშტაბირებადობისთვის საჭირო გადაწყვეტა, რომელიც იყენებს ნულოვანი გამხელის მტკიცებულებას, რითაც იზრდება მსოფლიოში სიდიდით მეორე ბლოკჩეინის გამტარუნარიანობა.ის ქსელს გარეთ რამდენიმე ტრანზაქციას იღებს, რის შემდეგაც, დადასტურებას ეთერიუმის ძირითად ქსელს აგზავნის.

ბოლო 1 კვირაში, პოლიგონის მონეტა მატიკის (MATIC) ფასი 13%-ზე მეტით გაიზარდა და $1.43 მიაღწია. თუმცა ეს არ იყო პოლიგონის მიერ გაკეთებული განცხადების შედეგი. ფასის ზრდა, კრიპტო ბაზრის ზრდის ტოლფასია. უფრო მეტიც, მატიკი (MATIC) ეთერიუმთან (Ethereum) წყვილშიც გაიზარდა. მატებამ 1.30%-ს მიაღწია.

რაც მთავარია, კრიპტო ვეშაპები ამ მონეტისადმი ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და ამის დასტურად, მატიკს (MATIC) საკუთარ საფულეებზე აგროვებენ. მათ ბოლო ერთ თვეში დაახლოებით 55 მილიონი მატიკი (MATIC) შეისყიდეს, რისი ფასიც თითქმის 60 მილიონი დოლარია.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom