- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ
● კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე მთვარეზე მხოლოდ 24 ადამიანი გაფრინდა, ამისთვის დედამიწიდან ასობით ათასი კილომეტრი გაიარეს.
ამ ადამიანებიდან თორმეტმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ექვს დამოუკიდებელ მისიაში, რეალურად დადგეს ფეხი მთვარის ზედაპირზე.მთვარეზე დავტოვეთ დროშები, ფოტოები, სეისმომეტრები, სარკეები და როვერებიც კი, ასევე დედამიწაზე ჩამოვიტანეთ ქვები, მტვერი და მთვარის ნამდვილი ნაწილები.
დღეს მცხოვრებთა უმეტესობას არ ახსოვს ან არ უნახავს ისტორიული და საკულტო მომენტები, რომლებიც მთვარეზე 1960-იანი წლების ბოლოს დაშვებას უკავშირდება.
გასაკვირი არ არის, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი.
საბედნიეროდ, არსებობს მეცნიერება, რომლის გამოყენებითაც და კონკრეტულ მოვლენებზე ჩვენი ფიზიკური დასწრების გარეშე, გვეძლევა ახსნა-განმარტებები და უტყუარი მტკიცებულებები.
ამ სტატიაში მოცემულია ოთხი განსხვავებული მტკიცებულება, რომელთა წყალობითაც შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ მთვარეზე დაშვება რეალურად მოხდა.

ნილ არმსტრონგის მიერ გადაღებული ეს საკულტო სურათი გვიჩვენებს, რომ ბაზ ოლდრინი დგას აშშ-ს დროშასთან, მთვარეზე.
ყურადღება მიაქციეთ ნაკვალევის არსებობას წინა პლანზე.
ეს (და სხვა) ასტრონავტების ნაკვალევი, გჯერათ თუ არა, დღესაც უხლებლადაა ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე.
(NASA/Apollo 11)
1. მთვარის ნაკვალევი.
აქ, დედამიწაზე, ნაკვალევი ჩვეულებრივ ძალიან ცოტა ხნით რჩბა.
სადაც არ უნდა დატოვოთ თქვენი ნაკვალევი, მოსალოდნელია, რომ ბუნებრივი მოვლენები საბოლოოდ გაანადგურებს მათ.
ქარი, რომელიც ქვიშის დიუნებს მიმოფანტავს, წვიმა ტყეში, ან მცენარეებისა და ცხოველების აქტივობა დროთა განმავლობაში ანადგურებს კვალს.
ეს ხდება სხვადასხვა მიზეზის გამო:
- დედამიწას აქვს ატმოსფერო;
- ამინდი;
- თხევადი წყალი ჩვენს ზედაპირზე;
- ცოცხალი არსებები.
მთვარეზე ეს პირობები არ არსებობს.
ადამიანის ნაკვალევი იქ დარჩება განუსაზღვრელი ვადით.
ჩვენს ბუნებრივ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.