თემა მიშელ მერსიე

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია

რეიტინგი:

16/12/22
თემებითემები
3,381
7,477
დრო ფორუმზე
135დ 22ს 58წ
image-w856.jpg


იმ დღეს საგანგებო არაფერი მომხდარა - უბრალოდ პროდიუსერმა მას ფსევდონიმის შერჩევა მოსთხოვა. გოგონას თავად ესმოდა, რომ "ჟოსელინა მერსიე" არცთუ ისე კარგად ჟღერდა. მას მხოლოდ იმის ეშინოდა, რომ მშობლები არ დასთანხმდებოდნენ, გარდაცვლილი დის სახელი - მიშელი - აეღო ფსევდონიმად.

...მშობლებმა კი თანხმობა გამოთქვეს და ჟოსელინა უზომოდ გაახარა ამან. მომავალ კინოვარსკვლავს არც-კი შეეძლო წარმოედგინა, რომ ეს, ერთის შეხედვით, უმნიშვნელო ფაქტი მის ცხოვრებას შეცვლიდა და მრავალი მისი თავგადასავლისა და უბედურების მიზეზი გახდებოდა.
* * *
ნამდვილი მიშელ მერსიე, მისი უმცროსი და, მშობლების საყვარელი შვილი იყო და, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ჟოსელინას სრული ანტიპოდი გახლდათ. ისინი გარეგნობითაც აბსოლუტრად განსხვავდებოდნენ: (ნამდვილი) მიშელი იყო უხეში ნაკვთების, მორიდებული და დამჯერი გოგონა, ჟოსელინას კი პრანჭვა-გრეხის ყველა ილეთი უმაღლეს დონეზე ჰქონდა ათვისებული. სწორედ წყნარ და აკურატულ მიშელზე ამყარებდნენ იმედებს მშობლები - მუსიე მერსიე, რომელიც ნიცაში დიდ ფარმაცევტულ ფაბრიკას ფლობდა, და მისი მეუღლე. ისინი იმედოვნებდნენ, რომ მათს საქმეს უმცროსი ქალიშვილი გააგრძელებდა. თავქარიან ჟოსელინაზე კი ოჯახში ხელი ჰქონდათ ჩაქნეული, რადგან ის მათს ჯიშსა და ჯილაგს საერთოდ არ ჰგავდა. ჟოსელინას მთელი ინტერესები სარკის წინ ტრიალიდან იწყებოდა და საბალეტო სკოლაში ფეხების ბაკუნით მთავრდებოდა. იგი ადრეული ბავშვობიდანვე ოცნებობდა ბალერინობაზე და ამით მშობლების დიდ გულისწყრომას იმსახურებდა. მიშელი კი. პირიქით, ერთ ნაბიჯსაც არ დგამდა მშობლების ნებართვის გარეშე და ყველაფერში ეხმარებოდა მათ.
ჟოსელინას იმის გაფიქრებაც კი საშინელ სევდას ჰგვრიდა, რომ, შესაძლოა, მთელი ცხოვრება მიყრუებულ ნიცაში გაეტარებინა. მადამ მერსიე, ეს ამაყი და პატივმოყვარე ქალი, დიდი სინაზით არ გამოირჩეოდა უფროსი ქალიშვილის მიმართ. ჟოსელინას არასოდეს დაავიწყდება, დედამ მას, უკვე მოწიფულ გოგონას, როგორი მწარე სილა სტკიცა ხალხის თვალწინ, მოდური მაღაზიის შესასვლელში. ამის ერთადერთი მიზეზი კი ის იყო, რომ ჟოსელინამ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
 

Back
Top Bottom