პოეზია გალაკტიონ ტაბიძე - ქარით დატირებული

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია

რეიტინგი:

16/12/22
თემებითემები
3,381
7,477
დრო ფორუმზე
135დ 22ს 58წ
4desktop_ru_silniy_veter_1024_16041.jpg



ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი

მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი

და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,

და სცურავდნენ, სცურავდნენ, ღრუბელთ სიშორეები.


შემდეგ თოვლი მოვიდა, და ვით სულს, მოტივტივეს,

შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს...

ეხლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,

იყინება ფოთლები, ველად ჩამოცვენილი.​
 

მსგავსი თემები


Back
Top Bottom