- 16/12/22
- თემებითემები
- 3,381
- 7,477
- დრო ფორუმზე
- 135დ 22ს 58წ

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ, ღრუბელთ სიშორეები.
შემდეგ თოვლი მოვიდა, და ვით სულს, მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე, ჩემი გულის სიცივეს...
ეხლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთლები, ველად ჩამოცვენილი.