კლუბი Football Club des Girondins de Bordeaux

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია

რეიტინგი:

16/12/22
თემებითემები
3,381
7,477
დრო ფორუმზე
135დ 22ს 58წ
F.C._Girondins_de_Bordeaux_logo.png
საფეხბურთო კლუბი ჟირონდენ დე ბორდო (ფრანგ. Football Club des Girondins de Bordeaux), — საფრანგეთის საფეხბურთო კლუბი ქალაქ ბორდოდან, დაარსდა 1881 წელს. ბორდოს ექვსჯერ აქვს მოგებული საფრანგეთის უმაღლესი დივიზიონი Ligue 1 (1950, 1984, 1985, 1987, 1999, 2009) და სამჯერ საფრანგეთის თასი (1941, 1986, 1987).


1881 წლის 1 ოქტომბერს ბორდოში დაარსდა სპორტული კლუბი: ჟირონდის ტანვარჯიშისა და ტყვიის სროლის სპორტული საზოგადოება. კლუბის პირველი პრეზიდენტი იყო ანდრე შავუა. სპორტული საზოგადოება მდებარეობდა სანშ დე პომიერის ქუჩაზა კაპუცინების ბაზრის მახლობლად.

1910 წელს სპორტულ საზოგადოებაში რაიმონდ ბრარდმა დააარსა ფეხბურთის კლუბი,თუმცა აღნიშნულმა კლუბმა ერთ წელსაც არ იარსება . 1919 წელს კი ფეხბურთი ჟირონდის სპორტულ საზოგადოებაში კვლავ აღორძინდა.

პირველი ოფიციალური მატჩი ახლად შექმნილმა კლუბმა 1920 წელს გამართა და ბურდიგალიენთან კატასტროფული სხვაობით 12-0 წააგო. ამ დროისთვის კლუბში სულ 70 ფეხბურთელი ვარჯიშობდა.

სანამ ჟირონდელები პროფესიონალური გუნდის სტატუსს მიიღებდნენ ქალაქ ბორდოში უკვე არსებობდა ორი კლუბი :ბასტიდიენის სპორტინგი(Sporting Club de la Bastidienne) და ბორდოს დეპორტივო ესპანიოლი (Club Deportivo Espagnol de Bordeaux).

1936 წლის 2 ივლისს ბორდო გაერთიანდა Girondins Guyenne Sport-თან და მიიღო სახელწოდება Girondins de Bordeaux Football Club.

1937/1938 წლებში ბორდო ჩაება საფრანგეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში.
 

მსგავსი თემები

პოსტები
0
ნანახია
285
პოსტები
0
ნანახია
233
პოსტები
0
ნანახია
170

Back
Top Bottom