მედიცინა ცხვირის ძგიდის ოპერაცია

  • Thread starter Hazard 
  • Დაწყების თარიღი

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
nUC85iE.png

მოკლედ გადავწყვიტე გამეკეთებინა ძგიდის ოპერაცია, ხოდა როდესაც მსგავს გადაწყვეტილებებს ვიღებ ყოველთვის ვეძებ ინფორმაციას და ვცდილობ მაქსიმალურად ინფორმირებული ვიყო, თუმცა ამ ოპერაციის შესახებ დიდად ვერაფერი მოვიძიე ინტერნეტში (თბილისის ფორუმზე იყო რაღაც ინფორმაციები თუმცა მწირი)

მოკლედ ეხლა რა ხდება, გაივლით შემოწმებებს აიღებთ ანალიზებს, ჩაგიტარებენ ალერგიის დასადგენ ტესტს,

რაც შეეხება ოპერაციას, თვითონ ოპერაციის პროცესი არის უმტკივნეულო, ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ხართ და ვერ გაიგებთ ვერაფერს გარდა იმისა რო გაგაღვიძებენ და გეტყვიან მორჩა ოპერაციაო, ამიტომ ნუ ინრევიულებთ და ნუ გადადებთ ოპერაციას იმის შიშით რომ ტკივილის გადატანა მოგიწევთ,

ოპერაციის შემდეგ გადაგიყვანენ პალატაში და მეორე დღის 10 საათამდე მოგიწევთ დარჩენა, თან იქონიეთ ბოთლით სასმელი წყალი აუცილებლად, ვინაიდან ცხვირი შეხვეული გექნებათ და პირით მოგიწევთ სუნთქვა ხშირად შრება პირი და წყალი მისწრებაა პირდაპირ,

თუ ტკივილს იგრძნობთ შეგიძლიათ დაუძახოთ მედდას და გაგიკეთებენ გამაყუჩებელს


მე ოპერაცია გავიკეთე კლინიკაში "ჯანრმთელობის სახლი" ექიმი დავით მამისაშვილი,

აქვთ ერთჯერადი კვება ბულკი და კეფირი, სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ იქონიოთ თან საჭმელი,

ამ ეტაპზე კლინიკაში ვარ დილით უნდა გამწერონ და დავწერე მერე კიდევ დანარჩენი რა პროცედურების გავლა იქნება საჭირო
 
ბოლო რედაქტირება:

Hazard 

Top ფორუმელი
Wapforum.TOP
ადმინისტრაცია
16/12/22
თემებითემები
3,014
6,897
დრო ფორუმზე
132დ 11ს 19წ
დღეს ამომიღეს ფირფიტები, ვსუნთქავ ეხლა საკაიფოდ ? ორივე ნესტოთი , ეხლა ვხვდები რო არ ვიცოდი სუნთქვა როგორია
 
სურათი

Back
Top Bottom