Crypto ბიტკოინი “ანტი-გრავიტაციულ” მდგომარეობაშია

Crypto

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
ETF-ის მოლოდინში, ბიტკოინის ფასი გასულ 24 საათში 12%-ით გაიზარდა. ამ ნახტომმა უკვე გამოიწვია პროგნოზებისა და მოსაზრებების მთელი კორიანტელი:

Woo Network-ის ჯეკ ტენი ამბობს, რომ ბიტკოინი “ანტი-გრავიტაციულ” მდგოამრეობაშია და აღნიშნავს, რომ “ეს მხოლოდ რეპეტიციაა, თუ ETF-ი მართლაც დამტკიცდა, BTC ყველა მოლოდინს გადააჭარბებს”. მისივე აზრით, ალტკოინების ფასი უფრო ტექ-აქციების შესაბამისად განისაზღვრება, ETH კი ბოლო-ბოლო ბიტკოინს წამოეწევა.

Bybit-ის ფინანსური პროდუქტების ჰედი, დეივიდ ლოს აზრით, 2021 წლის მერე, ბიტკოინს ბაზარზე ახლა ყველაზე დომინანტურია, წამოიღო რა საბაზრო წილი ETH-ისა და სტაბილური ქოინებისგან. თუმცა, ლო ჰორიზონტზე GBTC-ის გაყიდვით გამოწვეული ზეწოლის საფრთხესაც ხედავს.

Maple Finance-ის ფინანსური განყოფილების ჰედი, ქუინ ტომპსონი ფიქრობს, რომ ბიტკოინი ერთგვარ “ოქროდ” ყალიბდება, აქტივად, რომელიც არასტაბილურ ბაზარზე ინვესტორების თავშესაფარია.

ასე რომ, პროგნოზები ძირითადად პოზიტიურია, ახლა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე გახდება spot ETF რეალობა.




გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
.

გთხოვთ გაიაროთ, ავტორიზაცია თუ არ ხართ რეგისტრირებული, გაიარეთ რეგისტრაცია ინფორმაციის სანახავად!
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

Back
Top Bottom