- 16/12/22
- თემებითემები
- 3,381
- 7,477
- დრო ფორუმზე
- 135დ 22ს 58წ

18 საუკუნის უჩვეულო ძალ-ღონის მქონე ქართველი ქალის ს ტრაგიკული ისტორია
ანა ბაჯის სახელი რამდენიმე ლიტერატურულ ნაწარმოებში გვხვდება. ძველი თბილისის აშუღმა საიათნოვამ ასეთი სიტყვებით შეამკო ეს ქალბატონი: „მტერსა სრესავს ფეხქვეშ ჭიასავითა...“ იეთიმ გურჯმა კი პოემა მიუძღვნა სახელწოდებით – „გმირი ქალი ანა-ბაჯი“, რომელშიც მოთხრობილია ანას მამაცური თავგადასავალი. ამბობენ, რომ ანა ქალისათვის უჩვეულო ღონის პატრონი ყოფილა. ქორიძემ თავის წიგნში „ქართველი ქალები“ გვიამბო ანა ბაჯის შესახებ.
ასმათ ჯიქია: ანას სახელი ცნობილია, როგორც უჩვეულო ძალ-ღონის მქონე ქალბატონისა. ის გაზრდილა და დაბადებულა თბილისში, დაახლოებით, მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში. ანა ღარიბი ქართველი ხელოსნის შვილი ყოფილა. 16 წლის ასაკში გათხოვილა. მისთხოვებია მუხათელ გლეხს და საცხოვრებლადაც მუხათში გადასულა. ახალგათხოვილ ქალს ქმრის ოჯახში 7 რძალი დახვედრია. ანა მათთან ერთად შესდგომია შრომას და ყველანი ერთად გადიოდნენ ფონს. არც ანასი და არც მისი ქმრის გვარი ჩვენთვის ცნობილი არ არის. სამაგიეროდ, ცნობილია ამ ქალის გამჭრიახი გონებისა და უჩვეულო ძალის შესახებ. ანა, თურმე გაქცეულ კამეჩს რქებში ხელს ჰკიდებდა და ისე აჩერებდა. მას გულადობისთვის თათრებმა ძმობა აღუთქვეს და ამიტომ დაარქვეს ანა ბაჯი. „ბაჯი“ დას ნიშნავს.
ეკა სალაღაია– კიდევ რა არის ცნობილი მისი უჩვეულო ძალის შესახებ?
– ამ ღონიერ ქალს, რომელსაც კარგად ეხერხებოდა ცხენით ჯირითი, ხმლის ქნევა, მტრის წინააღმდეგ ვაჟკაცური ბრძოლა, ჭიდაობა, რამდენიმე ცნობილი ფალავანიც ჰყოლია დამარცხებული.
მუხათელებში დღესაც შემორჩენილია თქმულება, რომლის მიხედვითაც, ანა, თურმე, მეუღლისა და მამამთილის თანხლებით წასულა ერთხელ კვირაცხოვლის დღეობაზე. იქ მყოფებს ჭიდაობა გაუმართავთ, რომელშიც ახლომახლო სოფლის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გამარჯვება თელეთს რგებია. მუხათი დამარცხებულად გამოაცხადეს, რის გამოც თურმე, ანას ძალიან დამცირებულად უგრძვნია თავი. ქმრისა და მამამთილის დაუკითხავად თვალის დახამხამებაში შევარდნილა საჭიდაო მოედანზე და რამდენიმე მამაკაცი ზედიზედ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ბოლო რედაქტირება: