- 16/12/22
- თემებითემები
- 3,014
- 6,897
- დრო ფორუმზე
- 132დ 11ს 19წ

ყინულის ქალი
მინესოტაში მამაკაცმა თავისი 19 წლის მეზობელი გოგონა, ჯინ ჰილარდი თოვლში მწოლიარე იპოვნა. მთელი მისი სხეული გაყინული იყო. როდესაც გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები შოკში ჩავარდნენ.
ჯინი, საუკეთესო შემთხვევაში, თუ გადარჩებოდა, ფეხების ამპუტირება იქნებოდა საჭირო. მისი ოჯახი სასწაულის იმედზეღა იყო. ორი საათის შემდეგ პაციენტი გამოფხიზლდა და თავს ფიზიკურად და ფსიქიკურად მშვენივრად გრძნობდა. მოყინული ადგილები ექიმიების გასაკვირად, გაუქრა. გოგონა 49 დღის შემდეგ გამოწერეს და ერთი თითის ამპუტაციაც არ გამხდარა საჭირო.
ბელმესის სახეები
ესპანურ სოფელ ბელმესში ერთ-ერთი შენობის კედლებზე და იატაკზე ისახება სახე, სხვადასხვა გამომეტყველებით. ყველაფერი 1971 წლის 23 აგვისტოს დაიწყო.
სახე გარკვეული დროის განმავლობაში ჩნდება და შემდეგ უჩინარდება.
მრავალი კვლევა ჩატარდა, რომ დაედგინათ, რა იწვევდა ამ ეფექტს. ერთ-ერთი ასეთი კვლევისას სახლის ფუნდამენტიდან ამოთხარეს ადამიანის სხეული, მაგრამ სახე მაინც ჩნდებოდა შენობაში. პასუხი ვერავის უპოვნია.
შავი ვერტმფრენი
1994 წლის 7 მაისს ლუიზიანაში შავი ვერტმფრენი 45 წუთის განმავლობაში მიყვებოდა მოზარდს. შეშინებული ბავშვი ყვებოდა, რომ ვერტმფრენიდან ხალხი ჩამოვიდა და მას იარაღი მიუშვირა. ერთი კვირის შემდეგ ვაშინგტონში მანქანით მიმავალ ხალხს იგივე გადახდა თავს. მათ დაინახეს მამაკაცი შავ ტანსაცმელში, იარაღით ხელში როგორ ეშვებოდა ვერტმფრენიდან. შავი თვითმფრინავები ხშირად ფიგურირებს ამოუცნობი მფრინავი ობიექტების საქმეებში.
პატარა ბიჭი ორჯერ გარდაიცვალა
ბრაზილიაში 2 წლის კელვინ სანტოსი საავადმყოფოში პნევმონიით გარდაიცვალა. დამარხვის წინ, როდესაც კუბოში იწვა, ბიჭი უცებ წამოჯდა და თქვა: "მამა, წყალი მწყურია".
ოთახში პანიკა ატყდა, რის შემდეგაც ბავშვმა ისევ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.