- 12/2/24
- თემებითემები
- 116
- 127
- დრო ფორუმზე
- 85დ 17ს 16წ

ალკოჰოლი, რეგულარულად მოიხმართ თუ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ზიანს აყენებს თქვენს სხეულს. დაწყებული თავის ტვინითა და გულით, ფილტვებითა და კუნთებით, დამთავრებული საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემებით — ალკოჰოლს ბევრი საზიანო ეფექტი აქვს თქვენს ჯანმრთელობაზე, მათ შორის, იწვევს კიბოს.
ალკოჰოლი აშშ-ში კიბოს გამომწვევი მესამე მთავარი პრევენცირებადი მიზეზია; ყოველწლიურად იწვევს კიბოს დაახლოებით 100 000 შემთხვევას და მათგან 20 000 ადამიანის სიკვდილს. შედარებისათვის — ალკოჰოლთან დაკავშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებით აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 13 500 ადამიანი კვდება.
მკვლევრები ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში ეჭვობდნენ, რომ ალკოჰოლი კიბოს იწვევს. ეპიდემიოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ალკოჰოლი მიზეზობრივ კავშირშია პირის ღრუს, ყელის, ხორხის, საყლაპავი მილის, ღვიძლის, მსხვილი და სწორი ნაწლავისა და ძუძუს კიბოებთან. კიდევ ერთი კვლევა იუწყება კავშირზე ქრონიკულ და ჭარბ სმასა და პანკრეასის კიბოს შორის.
2000 წელს, აშშ-ის ეროვნულმა ტოქსიკოლოგიურმა პროგრამამ დაასკვნა, რომ ალკოჰოლური სასმელების მოხმარება ადამიანისთვის კანცეროგენია. 2012 წელს, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილი) ალკოჰოლს 1-ლი ჯგუფის კანცეროგენის კლასიფიკაცია მიანიჭა, ანუ ყველაზე მაღალი კლასიფიკაცია, რომელიც მიუთითებს, რომ საკმარისია მტკიცებულებები, რათა დავასკვნათ, რომ ეს ნივთიერება ადამიანებში კიბოს იწვევს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი და ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი თანხმდებიან, რომ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები იმისა, რომ ალკოჰოლი რამდენიმე ტიპის კიბოს იწვევს.
აშშ-ის კვების გაიდლაინების თანახმად, მცირე ოდენობის ალკოჰოლიც კი, დღეში ერთ ჭიქაზე ნაკლები — კიბოს რისკს ზრდის. მიუხედავად ამისა, ბევრმა ამერიკელმა მაინც არ იცის, რომ ალკოჰოლი კიბოს იწვევს. 2019 წლის კვლევის მიხედვით, ამერიკელ მოზრდილთა მხოლოდ 50-მა პროცენტმა იცის, რომ...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.