Crypto აქვს თუ არა აზრი მაინინგის დაწყებას?

Crypto

მარიამი 

ახალი წევრი
Wapforum.TOP
წევრი
13/1/23
თემებითემები
127
0
დრო ფორუმზე
24დ 17ს 11წ
2021 წელს ( ანუ ბოლო Bullrun-ისას), ძალიან ბევრმა კრიპტოვანულიტის მაინინგის კომპანიამ სესხი აიღო დამატებითი აღჭურვილობის საყიდლად, თუმცა FTX-ის გაკოტრებამ და სხვა მოვლენებმა კრიპტოვალუტების ფასი შეამცირა, კომპანიები კი ხახამშრალი დატოვა. ამის მიზეზი მარტივია: მაინინგი ძვირია და კარგად დათვლილი, გარანტირებული მოგების გარეშე მისი დაწყება ძირითად შემთხვევებში გაუმართლებელია.

ალბათ, გახსოვს, რომ თავიდან ბიტკოინის მაინინგი მარტივად, CPU-თი ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, კიდევ უფრო მეტი ელექტროენერგია დაიხარჯა და ახლა, მაინინგისთვის გაცილებით უფრო რთული მოწყობილობებია საჭირო ვიდრე ადრე. ASIC და GPU Hardware მოწყობილობების გარდა, მაინინგისთვის აურაცხელი ენერგია და გამაგრილებელი სისტემაც საჭიროა. ამას ემატება აღჭურვილობის შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები – რაც უფრო მეტი სათამაშო გაქვს, მით უფრო მეტი გაგიფუჭდება და შეკეთებაც მოგიწევს.

მაინინგით კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებობის ორი სტრატეგია არსებობს: ყველაზე გავრცელებული ხერხი მაინინგის შედეგად მოპოვებული ვალუტის პარალელურად გაყიდვაა, ეს ხარჯების დასაფარადაა საჭირო, მოგებად კი ის გრჩება, რასაც არ მაინინგშივე არ ხარჯავ (პასიური შემოსავალი). მეორე ხერხი კი გულისხმობს მაინინგით მოპოვებული ვალუტის გრძელვადიანად შენახვას, სასურველი საბაზრო სიტუაციის დადგომამდე. რა თქმა უნდა, თუ იმ ქოინში ძალიან დარწმუნებული ხარ, რომელსაც მოიპოვებ, მაინინგით დღეში გამომუშავებულ თითოეულ ცენტს Bullrun-ისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. თუმცა, მანამდე უნდა გაარკვიო რამდენ ხანს შეძლებ ასტრონომიული ენერგიის დანახარჯის გასტუმრებას. საბედნიეროდ, ამისთვის მაინინგ კალკულატორები არსებობს, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარება.

გასულ თვეში, სანამ სემ ბენკმენ-ფრიდის სასამართლო ყველა კრიპტო-ამბავს გადაფარავდა, აქტიურად იწერებოდა სტატიები იმ მაინინგ კომპანიების შესახებ, რომლებიც ალტერნატიულ ენერგიებს ეძებენ ქოინების მოსაპოვებლად. ეს იმიტომ ხდება, რომ დიდი რესურსითაც კი, ბაზრის ამ მდგომარეობით, მაინინგი მომგებიანი არაა. რა თქმა უნდა, თუ კრიპტოს მოსაპოვებლად განახლებად ენერგიას იყენებ (მზის პანელები, ქარის ენერგია)...
პოსტის სანახავად უნდა იყოთ რეგისტრირებული ფორუმში გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით ფორუმში,.
 
სურათი

მსგავსი თემები


Back
Top Bottom